რეზონანსი
05.01.2024

პუტინი იძულებული ხდება გაშლილი ხელით ჩრდილოეთ კორეასთან მივიდეს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გრანტ შაპსი "ტვიტერის" პირად გვერდზე წერს.

„მსოფლიო რუსეთისგან მიტრიალდა, რაც პუტინს აიძულებს თავი დაიმციროს და გაშლილი ხელით ჩრდილოეთ კორეასთან მივიდეს თავისი უკანონო შეჭრის გასაგრძელებლად.

ამის გაკეთებით რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს რამდენიმე რეზოლუცია დაარღვია და მსოფლიოს კიდევ ერთი რეგიონის უსაფრთხოება დააყენა რისკის ქვეშ.

ეს ახლავე უნდა გაჩერდეს. ჩვენს პარტნიორებთან ერთად ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთის მხარდაჭერისთვის მაღალი ფასი გადაიხადოს," - წერს შაპსი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×