რეზონანსი
05.01.2024

ქერმანში გლოვაა - ირანის სამხრეთში მდებარე პატარა ქალაქში, 2 დღის წინ მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულებს იხსენებენ. ცენტრალურ გზას სისხლიანი თავდასხმის კვალი ამ დრომდე ეტყობა. ტერორისტულ აქტზე დღეს ჟურნალისტებთან აფეთქებას შემთხვევით გადარჩენილი, რიგითი მოქალაქეები საუბრობენ.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. ამის შესახებ ექსტრემისტული ორგანიზაცია "ტელეგრამში" იუწყება. სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "აისისის" მეომრებმა 20 წუთიანი ინტერვალით მოქმედებაში 2 ასაფეთქებელი ჟილეტები მოიყვანეს. მოტივზე ტერორისტები არ საუბრობენ, საპასუხო ზომებით იმუქრება ოფიციალური თეირანი.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობას ირანის მთავრობა თავდაპირველად ისრაელს აკისრებდა. თავდასხმაში "მოსადის" და "ცაჰალის" კვალს გამორიცხავდნენ შეერთებულ შტატებში. ვაშინგტონის პროგნოზი გამართლდა. თეთრ სახლში ფაქტს საყურადღებო სიგნალს უწოდებენ.

პირველი აფეთქება ირანის ქალაქ ქერმანში 3 იანვარს, ადგილობრივი დროით 15 საათზე მოხდა. დაახლოებით 20 წუთში, ამოქმედდა მეორე მოწყობილობაც. ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევას 84 ადამიანი ემსხვერპლა. დაიჭრა 284 პირი. ტერორისტული თავდასხმა გენერალ ყასემ სოლეიმანის გარდაცვალების მეოთხე წლისთავზე, სამგლოვიარო მსვლელობის დროს განხორციელდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×