რეზონანსი
08.01.2024

EU-ს 9 დათქმა და ხელისფლების გეგმა - დეპუტატი თამარ კორძაია თვლის, რომ "მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ მოისმინოს არამხოლოდ ოპოზიციის, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ნებისმიერი დაინტერესებული პირის პოზიცია".

კორძაიას თქმით, პარლამენტის კომიტეტებზეც გამოჩნდება, თუ რამდენად მზად არის მმართველი პარტია რეალური ცვლილებებისთვის და განსხვავებული მოსაზრებების გაზიარებისთვის.

მე წინა სამუშაო ჯგუფებში ვმონაწილეობდი და შევუერთდები ნებისმიერ სამუშაო ჯგუფს, რომელიც ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მდგომარეობის გაუმჯობესებას ეხება. იქნება საკომიტეტო თუ არასაკომიტეტო ფორმატი, ხელისუფლებამ უნდა მოისმინოს არამხოლოდ ოპოზიციის, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ნებისმიერი დაინტერესებული პირის პოზიცია.

ევროპული ღირებულებაა გადაწყვეტილების მიღება მაქსიმალური ჩართულობით, რაც ყველას მოსმენას და ყველას არგუმენტირებული პოზიციის გაზიარებას ნიშნავს”, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×