რეზონანსი
08.01.2024

რუსულმა ძალებმა უკრაინას დღეს 51 რაკეტითა და 8 დრონით შეუტიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.

მისი თქმით, მტრის არსენალში შედიოდა ფრთოსანი, ბალისტიკური, მართვადი საზენიტო რაკეტები და დრონები.

ვალერი ზალუჟნის ინფორმაციით, უკრაინელებმა 18 რაკეტა და 8 დრონი გაანადგურეს.

„ჩვენმა დამცველებმა Shahed-136/131 ტიპის 8 უპილოტო საფრენი აპარატი და Х-101/Х-555/Х-55 ტიპის 18 ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს“, - აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.

მისი თქმით, რუსებმა რაკეტები და დრონები 4 ოლქის, ხარკოვის, დნიპროს, ზაპოროჟიესა და ხმელნიცკის მიმართულებით გაუშვეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×