რეზონანსი
08.01.2024

"ქართლის ამბების" ინფორმაციით, გუშინ, 7 იანვარს, გორის ავტობანზე კონტრაბანდული სიგარეტით დატვირთული ავტომანქანის მძღოლი დააკავეს.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ამოღებულია დიდი ოდენობით სიგარეტი "მანჩესტერი." ბრალდებული წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან მოსამართლის წინაშე დღეს წარსდგა. ის ბრალს არ აღიარებს.

პროკურორ ოთარ ხორგუაშვილის თქმით, ავტომანქანა თბილისიდან ახალციხის მიმართულებით მოძრაობდა. თუმცა, საიდან შემოიტანეს უაქციზო სიგარეტი, ჯერჯერობით უცნობია.

"როგორც ბრალდებულმა თქვა, უაქციზო სიგარეტი თბილისში, მისთვის უცნობი პირისგან შეიძინა და ახალციხეში მიჰქონდა. რაოდენობა ძალიან ბევრია, დაახლოებით 2 ათას ლარამდე ღირებულების," - ამბობს პროკურორი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×