რეზონანსი
09.01.2024

ისრაელს სჭირდება „ჰამასთან" ომის დასრულება, რათა უზრუნველყოს მძევლების დაბრუნება და ჩვენი ხალხის უსაფრთხოება, - ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან თელ-ავივში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც ევაკუირებულნი იყვნენ ჩრდილოეთ ისრაელის ქალაქებიდან ისრაელელ სამხედროებსა და ლიბანში „ჰეზბოლას" მებრძოლებს შორის საზღვრისპირა ბრძოლების გამო, ჯერ კიდევ ვერ დაბრუნდნენ სახლებში.

„ასე რომ, უნდა ვიპოვოთ გზა. დიპლომატიური გზა ირანსა და "ჰეზბოლაზე" დიდი ზეწოლის განსახორციელებლად, რათა გავიყვანოთ ისინი შეძლებისდაგვარად. დიდი ზეწოლა უნდა მოხდეს ახლა იმისთვის, რომ თავიდან ავიცილო ომი ხვალ", - აღნიშნა ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ისრაელ კაცის თქმით, მნიშვნელოვანია ყველაფერი გაკეთდეს „ჰეზბოლასთან" ომის თავიდან ასაცილებლად, რაც, მისი შეფასებით, ლიბანს გაანადგურებს.

ენტონი ბლინკენმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ ისრაელში "წარმოუდგენლად რთულ დროს" ჩავიდა. მისი თქმით, მოუთმენლად ელის იმ მოსაზრებების გაზიარებას, რაც რეგიონის სხვა ქვეყნებში მოისმინა.

"ვიცი თქვენი ძალისხმევა მრავალი წლის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში უფრო დიდი დაკავშირებადობისა და ინტეგრაციის შესაქმნელად და ვფიქრობ, რომ რეალური შესაძლებლობები არსებობს, მაგრამ უნდა გადავლახოთ ეს ძალიან რთული მომენტი და უზრუნველვყოთ, რომ 7 ოქტომბერი აღარასოდეს განმეორდეს", - აღნიშნა ბლინკენმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×