რეზონანსი
09.01.2024

"ჰეზბოლამ" ლიბანში განლაგებული თვითმფრინავებით ისრაელის არმიის ბაზას შეუტია. ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფებამ განაცხადა, რომ ეს შეტევა ისრაელის ბოლოდროინდელი თავდასხმების პასუხი იყო.

"ჰეზბოლას" განცხადებით, მისმა დრონებმა ისრაელის არმიის შტაბ-ბინა საფედს დაარტყეს - მათი თქმით, ეს "ჰამასის" ლიდერის მოადგილისა და "ჰეზბოლას" მეთაურის მკვლელობების საპასუხო შურისძიება იყო.

ისრაელის არმიის სპიკერმა თავდასხმა დაადასტურა და აღნიშნა, რომ მას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.

თავად "ჰეზბოლას" ლიდერის მოადგილემ, ნაიმ ქასემმა კი სატელევიზიო გამოსვლაში აღნიშნა, რომ მის დაჯგუფებას ლიბანში ომის გაფართოება არ სურდა, თუმცა, თუ ამას ისრაელი იზამდა, პასუხი გარდაუვალი იქნებოდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×