რეზონანსი
09.01.2024

„კოვიდ-19" და მისი ვარიანტები ევროპაში სულ უფრო მეტად ვრცელდება, - ამის შესახებ ევროკომისარმა ჯანდაცვის საკითხებში, სტელა კირიაკიდესმა განაცხადა.

„ვაქცინაცია „კოვიდ-19"-ის წინააღმდეგ თავდაცვის ყველაზე მნიშვნელოვან საშუალებად რჩება, განსაკუთრებით ყველაზე მეტად დაუცველთათვის. სექტემბერში ჯანდაცვის მინისტრებისთვის გაგზავნილ წერილში ხაზი გავუსვი „კოვიდ-19"-ისა და სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის აუცილებლობას", - განაცხადა სტელა კირიაკიდესმა.

ევროკომისარმა აღნიშნა, რომ ვირუსების გავრცელების შესაჩერებლად აუცილებელია ადეკვატური ტესტირება, თანმიმდევრულობა და მონაცემების გაზიარება.

ცნობისთვის, ხორვატიაში, ადგილობრივი მედიის ცნობით, გასული წლის 12-დან 18 დეკემბრის ჩათვლით „კოვიდ-19"-თან დაკავშირებული სიკვდილის 68 შემთხვევა დადასტურდა. მედია აღნიშნავს, რომ თუ მიმდინარე ტენდენციები შენარჩუნდება საბერძნეთში ყოველკვირეულად 80-მდე ადამიანის სიკვდილს პროგნოზირებენ, ხოლო იტალიაში 2023 წლის ბოლო ორ კვირაში „კოვიდ-19"-ისა და გრიპის შემთხვევებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×