რეზონანსი
09.01.2024

რუსეთში, ორიოლის ოლქის ქალაქ ორელში, ნავთობსაცავზე დრონებით შეტევა იყო. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოპერაცია უკრაინის დაზვერვამ ჩაატარა.

რეგიონის გუბერნატორის, ანდრეი კლიჩკოვის ცნობით, ქალაქის ტერიტორიაზე ორი უპილოტო საფრენი აპარატი საწვავის ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტს შეეჯახა, თუმცა ხანძარი სწრაფადვე ჩააქრეს.

ტელეგრამ არხებით გავრცელებული ცნობებით, ნავთობსაცავს უკრაინული დრონებით შეუტიეს. გავრცელებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×