რეზონანსი
09.01.2024

არა ცხოველებზე ძალადობას! - პარლამენტთან ამ სახელწოდებით აქცია მიმდინარეობს.

შეკრებილები ცხოველებზე ძალადობას აპროტესტებენ და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.

ცხოველზე ძალადობის შესახებ ინფორმაცია გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა. ვიდეოკადრებში ძაღლზე ძალადობა იყო ასახული. არსებული ინფორმაციით, ძაღლი დაიღუპა.

ფაქტი მარნეულის მუნიციპალიტეტში მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

ძაღლზე მოძალადე პირი კი დაკავებულია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×