რეზონანსი
10.01.2024

7 იანვარი თუ 25 დეკემბერი - კონკრეტულ ჯგუფებში შობის თარიღზე დავა და საკითხის პოლიტიზების მცდელობა გრძელდება. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ პოლიტიკური თემის ეკლესიაში შეტანა გაუმართლებელია და ამ თემით სპეკულირების მთავარი მიზანი რადიკალების მხრიდან ეკლესიაში განხეთქილების გაჩენაა.

„შობის თარიღი დადგენილია საკმაოდ სერიოზული ასტრონომიული, მათემატიკური გამოთვლებით და ამ თემის რუსეთზე მიბმა არამარტო მკრეხელობა, არამედ შეზღუდული აზროვნების დემონსტრირებაა. თვითონ ეკლესიაში პოლიტიკური თემების შეტანა ერთ-ერთი რესურსია, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია იყენებს. მიზანი ერთია - დაპირისპირება ეკლესიასთან და მისი ავტორიტეტის შელახვა“, - განაცხადა პარლამენტის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×