რეზონანსი
10.01.2024

ოპოზიციას უნდა, რომ საქართველოში „შავი ხვრელი" იყოს და სამყაროზე თავის წარმოდგენებს რეალობად ასაღებენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

როგორც ბექა დავითულიანმა აღნიშნა, ოპოზიცია თავის ილუზიურ სამყაროში დარჩება.

„ძალიან ეჭვიანი ოპოზიცია გვყავს. პირად ცხოვრებაშიც თუ ასე არიან, ძალიან პრობლემები ექნებათ. მთელი დედამიწა ამტკიცებს, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციებს არ არღვევს და მკაცრად იცავს. ეს თქვა ამერიკისა და ბრიტანეთის მიერ გამოგზავნილმა სპეციალურმა ჯგუფმა. ამას ამბობს მსოფლიო ბანკი თუ „ფაქტჩეკიც" კი, ვინც ვიცით, ვის მიერ არის მართული. ოპოზიციას უნდა, რომ საქართველოში „შავი ხვრელი" იყოს და სამყაროზე თავის წარმოდგენებს რეალობად ასაღებენ. თავის ილუზიურ სამყაროში დარჩებიან", - განაცხადა დავითულიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×