რეზონანსი
10.01.2024

თბილისში, ბელინსკის ქუჩაზე ხმაურია. ნატა ფერაძის საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე „ალტ-ინფოს" წევრები არიან შეკრებილი. მათი თქმით, ისინი აპროტესტებენ ნატა ფერაძის მიერ გუშინ სამების საკათედრო ტაძარში მატრონა მოსკოველის ხატის დაზიანების ფაქტს.

პოლიციას საცხოვრებელ კორპუსამდე მისასვლელი გზა გადაკეტილი აქვს. „ალტ-ინფოს" წარმომადგენლები ცდილობენ პოლიციის კორდონის გარღვევას, რის საშუალებასაც სამართალდამცველები არ აძლევენ.

შსს-მ ამასთან დაკავშირებით უკვე გაავრცელა ოფიციალური განცხადება, სადაც აღნიშნულია, „შსს-ს თანამშრომლები, თბილისში, ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტის საცხოვრებელ სახლთან მობილიზებული არიან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით. მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი", - ნათქვამია განცხადებაში.

სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა მატრონა მოსკოველის ხატის ფოტო, რომელსაც ლურჯი საღებავი აქვს შესხმული. ასევე, სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა ნატა ფერაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. უწყებაში განაცხადეს, რომ საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოში გადაიგზავნება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×