რეზონანსი
10.01.2024

დეოლიგარქიზაცია ნიშნავს ერთი ადამიანის, ერთი ოლიგარქის მავნე გავლენების მოშორებას და ინსტიტუციების დამოუკიდებლობას, ივანიშვილის მესამედ პოლიტიკაში დაბრუნება ბუნებრივია, ვერ უზრუნველყოფს ამას, პირიქით, - ამის შესახებ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილს პარტიის თავმჯდომარის პოზიცია სანქციებს ვერ ააცილებს.

„ფაქტია, რომ დამარცხების აღქმასთან ერთად, ივანიშვილის დაბრუნების ერთ- ერთი მიზეზი არის მისი სურვილი დასავლეთის მხრიდან დეოლიგარქიზაციის შესახებ გზავნილების ფონზე, მისი გავლენების ფორმალიზებით და ლეგალიზებით, თავი აარიდოს სანქციებს. თუმცა, როგორც ეს განმარტა ძალიან გავლენიანმა ევროპარლამენტარმა და ამას ჩვენც ვამბობდით, რომ მისი თავმჯდომარის პოზიციაზე დაბრუნება ვერანაირად ვერ ააცილებს მას გარდაუვალ სანქციებს, რომელიც დასავლეთიდან ელოდება, თუ ხელს არ აიღებს ქვეყნის რუსიფიკაციის მცდელობაზე და უარს იტყვის, რომ არჩევნების შემდეგ მშვიდობიანი გზით გადააბაროს ხელისუფლება კოალიციურ, პროდასავლურ ხელისუფლებას,"- განაცხადა ბოკუჩავამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×