რეზონანსი
10.01.2024

ლიეტუვა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ უკრაინამ დაამარცხოს რუსეთი - ამის შესახებ პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ უკრაინის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ნაუსედა ამბობს, რომ უკრაინას "შეუძლია გაიმარჯვოს და გაიმარჯვებს". 

ამავე დროს, მან განაცხადა, რომ ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის საბჭომ დაამტკიცა უკრაინის გრძელვადიანი სამხედრო დახმარების პაკეტი, რომელიც 200 მილიონი ევროს ღირებულებისაა.

"იანვარში ჩვენ კვლავ გავაგზავნით საბრძოლო მასალას, გენერატორებს, დეტონაციის სისტემებს უკრაინაში, თებერვალში კი M577 ჯავშანტრანსპორტიორებს. მოვამზადებთ უკრაინელ ჯარისკაცებს და გავაძლიერებთ თანამშრომლობას თავდაცვის ინდუსტრიაში", -  აღნიშნა ნაუსედამ.

დღეს ხელი მოეწერა ხელშეკრულებებს ორი ქვეყნის თავდაცვის მრეწველობას შორის.

შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკი ბალტიისპირეთში ტურნე დაიწყო. დღეს ის ვილნიუსში ჩავიდა. ზელენსკი ეწვევა ლატვიასაც და ესტონეთსაც.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×