რეზონანსი
10.01.2024

ვგმობთ და კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით მინისტრ წულუკიანის პოლიტიკას - ახალი პეტიცია წულუკიანის წინააღმდეგ.

საქართველოს მეცნიერების, განათლების და კულტურის მუშაკთა პროფესიული კავშირი მოითხოვს მინისტრმა წულუკიანმა დაუყოვნებლივ აგოს პასუხი ჩადენილი არაერთი კანონდარღვევისა და უსამართლობისთვის.

მოვითხოვთ, მინისტრმა დაუყოვნებლივ აგოს პასუხი ჩადენილი არაერთი კანონდარღვევისა და უსამართლობისთვის, როგორიცაა: გელათის სამონასტრო კომპლექსის კედლის მხატვრობის მდგომარეობის დამძიმება, შრომის კოდექსის დარღვევა, კულტურის სფეროში დასაქმებული ადამიანების შეურაცხყოფა, მათ მიმართ ცილისწამება, ასეულობით ადამიანის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება და სხვა მრავალი. ასევე მოვითხოვთ, კულტურის სფეროს ინსტიტუტებს მიენიჭოს პროფესიული ავტონომია, შეუფერხებლად გაგრძელდეს სამეცნიერო, საგანმანათლებლო, სახელოვნებო და საგამოფენო პროექტების განხორციელება, კანონის შესაბამისად გაიცეს არქეოლოგიური გათხრების ნებართვები, შეწყდეს რეპრესიები და სრულად აღდგეს კულტურის სფეროში დასაქმებულთა უფლებები", - წერია განცხადებაში.

დოკუმენტი დღეს გადაეგზავნება: საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტოს

განცხადებას ხელს აწერს 430 კულტურის სფეროში დასაქმებული ადამიანი და პროფესიული კავშირის წევრი!

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×