რეზონანსი
10.01.2024

ქმრის მიერ სასტიკად მოკლული ქალის ოჯახის პირველი კომენტარი. ქეთევან ედიბერიძის ნათესავებს მომხდარზე საუბარი უჭირთ. ერთ-ერთი ბოლო, ვინც ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ბოლოს ნახა, მოკლული ქალის ბაბუაა. 

ასაკოვანი კაცი იხსენებს, რომ საბედისწერო საღამოს გიორგი კავლელაშვილი ნასვამი იყო, რაც შესაძლოა, წყვილს შორის კონფლიქტის მიზეზი გამხდარიყო.

ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, მოსიყვარულედ იყვნენ, ოღონდ სვამდა. 3 დღე მათთან გავატარე და ის სამი დღე კი მთვრალი იყო ბიჭი. დაჟე დავტუქსე, მოვუყვანე მაგალითები, ყველაფერი სასმელის ბრალია, ან რაღაცა მიუმატა ან ჭამა. კაცი რომ ღამეში ერთ ლიტრა არაყს დალევს, ვუთხარი, რომ ეს კატასტროფაა. 4 თვის კუკლა ბავშვი დატოვეს", - ამბობს ბაბუა.

სასტიკი მკვლელობის უშუალო თვითმხილველი, კალვევლაშვილის მამა, მედიასთან არ საუბრობს. ბრალდებულის მამა გამომძიებლებმა უკვე გამოკითხეს.

ცოლის მკვლელობაში მხილებულ მამაკაცს, ბრალი დღეს წაუყენეს. გიორგი კავლელაშვილს პროკურატურა ახალგაზრდა ქალის განზრახ მკვლელობას ედავება. კავლელაშვილს ჩადენილი დანაშაულის გამო უვადო პატიმრობა ემუქრება. ბრალდებული მამაკაცი, ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. 

30 წლის კაცი ახლა სასამართლო პროცეს ელოდება, ადვოკატი კი აანონსებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება. 

შემზარავი დანაშაული ვარკეთილში გუშინ მოხდა. ქმარმა მძინარე ცოლი დანით აჩეხა. შემზარავი დანაშაულის დროს სახლში ოთხი თვის ჩვილი და ბაბუა იმყოფებოდნენ. ქალის  განწირული ყვირილი მეზობლებმა გაიგეს, მაგრამ საშველად ბინაში რამდენიმე საათის დაგვიანებით ავიდნენ. 27 წლის ქეთევან ედიბერიძე ათზე მეტი ჭრილობით საავდმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×