რეზონანსი
11.01.2024

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, მხოლოდ დეკემბრის თვეში „კოვიდ-19"-ით 10 000-მდე ადამიანი გარდაიცვალა.

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, საშობაო და საახალწლო დღესასწაულებზე შეკრებებმა და ვირუსის ახალმა ვარიანტმა მდგომარეობა უფრო გაამწვავა.

მათივე ინფორმაციით, საავადმყოფოებში მიმართვიანობა გასულ თვეში მსოფლიოს 50-მდე ქვეყანაში 42%-ით გაიზარდა. ამჟამად კორონავირუსის ახალი, JN.1 ვარიანტი ყველაზე ფართოდ გავრცელებული შტამია.

ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი მოსახლეობას აცრისკენ, დატესტვისა და ნიღბების ტარებისკენ მოუწოდებს. ასევე რეკომენდაციას აძლევს, ხშირად გაანიავონ დახურული სივრცეები.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×