რეზონანსი
11.01.2024

ცოლის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი კავლელაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. 27 წლის ქეთევან ედიბერიძის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის გამო, მის ქმარს საქართველოს პროკურატურამ ბრალდება გუშინ წარუდგინა.

ბრალდებული კლინიკაშია. მამაკაცმა ცოლისთვის ჭრილობების მიყენების შემდეგ, თვითდაზიანებები მიიყენა. კავლელაშვილს დღეს რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანენ.

სწორედ პალატაში გაიმართება სასამართლო პროცესი და იქ მივლენ მოსამართლეც, ბრალმდებელიც და ადვოკატიც. პროცესი 13 საათზე დაიწყება.

უფლებადამცველისთვის ჯერჯერობით უცნობია, აღიარებს თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებას, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მასთან ამ თემაზე საუბარი არ ჰქონია.

პროკურატურა კი კავლელაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

ადვოკატის თქმით, ჩატარდება ფსიქიატრიული ექსპერტიზაც.

მკვლელობა ვარკეთილში 9 იანვარს მოხდა. ქმარმა ცოლს, 27 წლის ქეთევან ედიბერიძეს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. ედიბერიძე კლინიკაში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა.

გამოძიება ქმარს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×