რეზონანსი
11.01.2024

პუტინის თქმით, "დაწესებული სანქციების მიუხედავად, რუსეთის ეკონომიკა ევროპაში გახდა პირველი, ხოლო მსოფლიოში მეხუთე, მსყიდველობითუნარიანი პარიტეტის მიხედვით".

ეს განცხადება პუტინმა ხაბაროვსკში, შორეული აღმოსავლეთის მეწარმეებთან შეხვედრაზე გააკეთა.

"ყველა მხრიდან გვახრჩობენ და გვანადგურებენ, მაგრამ მთლიანობაში ეკონომიკის მოცულობით ჩვენ პირველები ვართ ევროპაში.

რუსეთის ეკონომიკა ევროპაში პირველი გახდა, გაუსწრო გერმანიას, ხოლო მსოფლიოში მეხუთე - ჩინეთის, აშშ-ს, ინდოეთისა და იაპონიის შემდეგ. ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა ვეცადოთ ერთ სულ მოსახლეზე. ამიტომ, არის რაღაც სამუშაო. მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს: ეს არის არა მოსახლეობა მშპ-სთვის, არამედ მშპ მოსახლეობისთვის". - ამბობს აგრესორი.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×