რეზონანსი
11.01.2024

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო (ICJ) ჰააგაში განიხილავს საჩივარს, რომელიც ეხება ისრაელის მიერ ღაზის სექტორში პალესტინელების სავარაუდო გენოციდს. საჩივარი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ შეიტანა.

წარდგინება ასევე მოუწოდებს სასამართლოს დაავალოს ისრაელს შეწყვიტოს სამხედრო ოპერაციები სექტორში.

ისრაელმა კატეგორიულად უარყო ბრალდება, როგორც "უსაფუძვლო". სამხრეთ აფრიკა პოზიციას დღეს, ხუთშაბათს წარადგენს, ისრაელს კი სასამართლო პარასკევს მოუსმენს.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა აცხადებს, რომ ისრაელის ქმედებები "მიზნად ისახავს პალესტინის ეროვნული, რასობრივი და ეთნიკური ჯგუფის მნიშვნელოვანი ნაწილის განადგურებას". ის მოითხოვს სასამართლომ "დროებითი ზომები" მიიღოს, მათ შორის, ისრაელმა შეწყვიტოს ყველა სამხედრო მოქმედება ღაზის სექტორში.

ისრაელის პრეზიდენტი ბრალდებებს საშინელი და ამაზრზენი უწოდა. მისივე თქმით, ისრაელის არმია "ყველაფერს აკეთებს ადგილზე უკიდურესად რთულ ვითარებაში, რათა დარწმუნდეს, რომ არ იქნება რაიმე გაუთვალისწინებელი შედეგები და არ იქნება სამოქალაქო მსხვერპლი".

ICJ - გაეროს სასამართლომ, რომელიც მდებარეობს ნიდერლანდებში, ჰააგაში - შეიძლება სწრაფად გადაწყვიტოს სამხრეთ აფრიკის თხოვნა, შეაჩეროს ისრალემა თავისი სამხედრო კამპანია - მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას, ჩადის თუ არა ისრაელი გენოციდს, შეიძლება წლები დასჭირდეს.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×