რეზონანსი
11.01.2024

ცოტა ხნის წინ, საქართველოს საპატრიარქომ წმინდა მატრონას ხატის შემომწირველებს მიმართა, სტალინთან დაკავშირებული ეპიზოდის გამო, შეიტანონ ხატში სათანადო ცვლილებები ან ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს.

განცხადებას სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილი გამოეხმაურა და დაწერა, რომ საპატრიარქოს პოზიცია მისაღებია.

„სრულიად მისაღებია საპატრიარქოს პოზიცია. ჯერ კიდევ ორი დღის წინ ვწერდი: თუ ეკლესია გადაწყვეტს, ვთხოვოთ ხატმწერს და ეს ფრაგმენტი სხვა შინაარსის ფრაგმენტით შეცვალოს, ვინაიდან საპატრიარქო მოგვიწოდებს, უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხატის შეურაცხყოფა უნდა ვაპატიოთ ვინმეს!" - დაწერა ინაშვილმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ხატს, რომელზეც სტალინია გამოსახული, საღებავი შეასხეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×