რეზონანსი
11.01.2024

ხარკოვში სარაკეტო დარტყმის შედეგად დაშავებულმა საქართველოს მოქალაქემ კლინიკა დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაცია "მთავარი არხის" ვებგვერდს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, საქართველოს მოქალაქემ მსუბუქი დაზიანება მიიღო, მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და კლინიკა გამთენიისას დატოვა.

შეგახსენებთ, რომ 10 იანვრის ღამეს რუსეთმა ხარკოვზე მასიური სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და დაშავდა სულ მცირე 11 ადამიანი, მათ შორის იყვნენ საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეები. ისინი თურქულ მედიას წარმოადგენენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×