რეზონანსი
14.01.2024

ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, "ჰამასის" განადგურების გზაზე, ისრაელს ვერავინ შეაჩერებს. ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმითვე, ისრაელი არ დაემორჩილება მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს, სადაც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ისრაელს ბრალს სდებს გენოციდში და, შეიძლება, სასამართლომ ღაზაზე შეტევის შეჩერება ბრძანოს.

„ვერავინ შეგვაჩერებს - არც ჰააგა, ვერც "ბოროტების ღერძი" (რომელშიც შედის "ჰამასი", "ჰეზბოლა" და "ირანი") და ვერც ვინმე სხვა", - აცხადებს ნეთანიაჰუ.

მისივე თქმით, გენოციდის შესახებ პრეტენზიები ისრაელზე "ფარისევლური თავდასხმაა".

ცნობისთვის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ ღაზაში ცაჰალის სამხედრო ქმედებებს გენოციდი უწოდა და ისრაელის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სასამართლომ, რომელიც იმ ომის შემდეგ შეიქმნა, რომლითაც ებრაელები ყველაზე მეტად დაზარალდნენ, ახლა ებრაული სახელმწიფოს წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები უნდა განიხილოს. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა მიიჩნევს, რომ ღაზაში ისრაელის ქმედებები ეროვნების, რასისა და ეთნიკური ჯგუფის წინააღმდეგ არის მიმართული.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×