რეზონანსი
14.01.2024

თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს.

ჯუანშერ ბურჭულაძის შეფასებით, საქართველოს ხუთჯვრიანი ეროვნული დროშა არის ერთიანობისა და სიმტკიცის სიმბოლო.

„სახელმწიფო დროშის დღეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს! საქართველოს ხუთჯვრიანი ეროვნული დროშა არის ჩვენი ერთიანობისა და სიმტკიცის სიმბოლო. ამ დღეს, განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს საამაყო სამხედროებს, რომლებიც მუდამ მზად არიან სიცოცხლის ფასად დაიცვან სამშობლო, მისი ეროვნული დროშა და ღირსება. ჩვენს სამშობლოს ვუსურვებ მშვიდობას, ეროვნულ სიმტკიცეს და წარმატებებს", - აღნიშნავს ჯუანშერ ბურჭულაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×