რეზონანსი
15.01.2024

როგორც საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ყველა ფორმატი გამოვიყენოთ საქართველოსა და იმ რეფორმების წარმოსაჩენად, რაც ქვეყანამ სხვადასხვა მიმართულებით გაატარა

მისი თქმით, საქართველო დღეს, როგორც კანდიდატი ქვეყანა, მიწვეულია ევროკავშირის თავმჯდომარეობის ფარგლებში ყველა ღონისძიებაზე.

„შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ყველა ფორმატი გამოვიყენოთ საქართველოსა იმ რეფორმების წარმოსაჩენად, რაც ქვეყანამ სხვადასხვა მიმართულებით გაატარა. ასეთი შეხვედრები სხვადასხვა ფორმატსა და თემებზე ბელგიის თავმჯდომარეობის დროს იქნება რამდენიმე თვის განმავლობაში. შესაბამისად, ჩვენ აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები მაქსიმალურად იყონ ინფორმირებული იმაზე, თუ რა გააკეთა საქართველომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად, დასაახლოებლად და რას აკეთებს ამ პროცესების დასაჩქარებლად", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×