რეზონანსი
16.01.2024

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დადასტურდა, რომ ბაქოში, ავეჯის სახელოსნოში აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. "მთავარის" ინფორმაციით, ის 35 წლის სერრაჯ იუსიბოვია, რომელიც ბოლნისის სოფელ ნახიდურის მკვიდრი იყო. კაცი ბაქოში სამუშაოდ იყო წასული.

"დადასტურდა საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი. საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კავშირზეა დაღუპულის ოჯახის წევრებთან", - ნათქვამია განცხადებაში.

შემთხვევა გუშინ, 15 იანვარს, ახუნდოვის ქუჩაზე მდებარე ავეჯის სახელოსნოში მოხდა. შემთხვევის დროს დაიღუპა 7 და დაშავდა 24 ადამიანი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×