რეზონანსი
18.01.2024

პრემიერმა ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დიალოგში, სახელწოდებით - "დიალოგი დიპლომატიაზე დასავლეთ ბალკანეთში". მან დიალოგის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ისაუბრა ოკუპაციაზე, "ათწლიან უწყვეტს მშვიდობაზე", კანდიდატის სტატუსზე, ასევე ჩინეთში გამართულ ვიზიტებსა და ანაკლიის პორტზე:

"რაც შეეხება სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მდგომარეობას, პირველ ყოვლისა, რა თქმა უნდა, თქვენ გახსოვთ ჩვენი სუვერენული ტერიტორიების ოკუპაცია. რუსეთს ჯერ კიდევ ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი და გუშინ გვქონდა ამაზე დისკუსია. 2008 წელს ჩვენ გვქონდა ომი, ამის შემდეგ რუსეთმა ააშენა სამხედრო ბაზები და კვლავ განაგრძობს ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას. თუმცა უსაფრთხოების ამ გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ შევძელით, მიგვეღწია მშვიდობისა და სტაბილურობის უპრეცედენტო და უწყვეტი ათწლედისთვის, რომელმაც საქართველოს მოუტანა კეთილდღეობა და ეკონომიკური ზრდა.

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენ არასდროს გვქონია საქართველოში ასეთი მშვიდობიანი და სტაბილური სიტუაცია, როგორიც ახლაა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც რეკორდულად მაღალი იყო გასულ წელს. განსაკუთრებით დეკემბერში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, როცა ცნობილი გახდა, რომ საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, ჩვენ ველოდებით უფრო მეტ უცხოურ ინვესტიციას.

ჩემმა კოლეგა ბატონმა ვუჩიჩმა ახსენა კავშირები, საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული მდებარეობა და ჩვენ მოწოდებული ვართ, რომ განვავითაროთ შუა დერეფანი, რომელიც ძალიან საინტერესო, მიმზიდველი, ალტერნატიული მარშრუტი ხდება.ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო გეგმა, როგორ განვავითაროთ ეს კორიდორი. ჩვენ ზუსტად ვიცით, რა უნდა გაკეთდეს, რაც გულისხმობს პორტების გაფართოებას, მათი შესაძლებლობების გაფართოებას, აეროპორტები, რკინიგზა, გზების ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ.

წელს გვინდა, დავიწყოთ ახალი პორტის მშენებლობა. ეს არის ახალი ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში, ასევე ვითარდება სარკინიგზო შესაძლებლობები. ჩვენ ასევე გვსურს, დავიწყოთ ახალი აეროპორტის მშენებლობა. ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, როგორიცაა გზები, გზატკეცილები, ყველაფერი წელს დასრულდება. ასევე მინდა, აღვნიშნო ჩინეთის ინტერესის მნიშვნელობა, ამ ალტერნატიულ მარშრუტებში. გასულ წელს მქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტი ჩინეთში, შევხვდი პრეზიდენტ სი ძინპინს, შევთანხმდით, რომ გავაღრმავებთ პარტნიორობას სტრატეგიულ დონემდე." თქვა ღარიბაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×