რეზონანსი
18.01.2024

2023 წელს, სადაზღვევო კომპანიების ჯამურმა შემოსავალმა 1 მლრდ ლარს გადააჭარბა, - ამის შესახებ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც 2023-ის წინასწარი შედეგები შეაჯამა.

მისივე თქმით, გასულ წელს გაიზარდა სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება, აქტივები და კაპიტალი.

„ჩვენთვის ცნობილია 11 თვის ციფრები. მე-12 თვის პროგნოზი ჩვენით არის გაკეთებული და ალბათ, დიდად არ შეიცვლება, როცა ჩვენ საბოლოო მონაცემებს წარმოვადგენთ სავარაუდოდ, მარტის ბოლოს.

პირველად მოხდა, რომ საქართველოს სადაზღვევო კომპანიებმა შემოსავლებმა, ჯამურად 1 მლრდ ლარს გადააჭარბა. 2022 წელს იყო 910 მლნ ლარი, 2023 წელს ჩვენი საპროგნოზო მონაცემებით ეს იქნება 1 მლრდ 50 მლნ ლარი. ეს რეალურად გვიჩვენებს, რომ ბაზარი გაიზარდა, კომპანიების შემოსავლები გაიზარდა.

ასევე, გაიზარდა წმინდა მოგება, ესეც საპროგნოზო იქნება. 2022 წელს იყო 39 მლნ ლარი, 2023 წელს სავარაუდოდ, 70 მლნ ლარამდე იქნება წმინდა მოგება კომპანიების.

სადაზღვევო მოგებაც ასევე, 2023 წელს სავარაუდოდ, 250 მლნ ლარი იქნება. ასევე, გარკვეულწილად გაიზარდა სადაზღვევო კომპანიების აქტივები და კაპიტალი," - განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×