რეზონანსი
18.01.2024

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ისრაელის პრეზიდენტმა, იცხაკ ჰერცოგმა განაცხადა, რომ ისრაელელები ახლა ვერ ფიქრობენ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე.

"ახლა არავის სურს იფიქროს იმაზე, თუ როგორი იქნება სამშვიდობო შეთანხმებების სწორი გადაწყვეტა. ყველას უნდა იცოდეს, რომ მას ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან ან აღმოსავლეთიდან არ დაესხმიან თავს", - აღნიშნა იცხაკ ჰერცოგმა.

"ისრაელმა დაკარგა ნდობა სამშვიდობო პროცესების მიმართ, რადგან ხედავს, რომ ჩვენი მეზობლები ტერორს ადიდებენ", - განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა.

იცხაკ ჰერცოგმა ხაზი გაუსვა იმას, რომ "ომი არ არის მხოლოდ ისრაელსა და "ჰამასს" შორის".

"მსოფლიო ეს ცალსახად უნდა აღიაროს: ირანიდან მომდინარე ბოროტების იმპერია არსებობს. ასეთი ქმედებები ძირს უთხრის ნებისმიერ სამშვიდობო პროცესს და ნებისმიერ სტაბილურობას მსოფლიოში", - დასძინა მან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×