რეზონანსი
18.01.2024

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში ჟურნალისტებს განუცხადა, არავითარი მესამე ძალა არ არსებობს დღეს ქვეყანაში

„რაც შეეხება ხელმოცარულ ოპოზიციას და უსუსურ მცდელობას, რაღაც ახალი შესთავაზონ მოსახლეობას, კარგად ვიცით, რომ ეს ყველაფერი სიცრუეა. ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს, ხალხმა იცის, ვის რა წარსული აქვს. კარგად იციან, რომ არავითარი მესამე ძალა არ არსებობს დღეს ქვეყანაში.

არსებობს ჩვენი პოლიტიკური ძალის, საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის და ხალხის მოწინააღმდეგე ძალა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ან ახალი „ნაცმოძრაობის", როგორიცაა მაგალითად ხაზარაძის გაერთიანება, ან სხვა პატარა ლუზერების. ისინი ცდილობენ, გაერთიანდნენ ამით გადალახონ 5-პროცენტიანი ბარიერი. ჩემთვის არ არის საინტერესო ასეთ მდგომარეობაში მყოფი ოპოზიციის მცდელობები, ჩემთვის მთავარია ქვეყანაში მშვიდობა იყოს სტაბილურობა და განვითარება", - აღნიშნა პრემიერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×