რეზონანსი
18.01.2024

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში ჟურნალისტებს განუცხადა, ჩვენ არჩევნებზე, რა თქმა უნდა, არ ვნერვიულობთ. თუმცა, რა თქმა უნდა ვემზადებით, რომ მივიღოთ მაქსიმალური შედეგი

მთავრობის მეთაურის თქმით, მისთვის არ არის საინტერესო ოპოზიციის, მით უმეტეს ასეთ მდგომარეობაში მყოფი ოპოზიციის მცდელობები.

„დღეს რომ არჩევნები იყოს ქართული ოცნება მინიმუმ 60 პროცენტს აიღებდა. ჩვენ არჩევნებზე, რა თქმა უნდა არ ვნერვიულობთ. თუმცა, რა თქმა უნდა ვემზადებით, რომ მივიღოთ მაქსიმალური შედეგი. რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას ისევ, ჩვენს ხალხს რომ გაგრძელდეს ეს მშვიდობა, სტაბილურობა და სწრაფი ეკონომიკური განვითარება.

რაც შეეხება ჩვენს ხელმოცარულ ოპოზიციას და მათ ასე ვთქვათ უსუსურ მცდელობას რომ რაღაცა ახალი შესთავაზონ საზოგადოებას, ჩვენ კარგად ვიცით რომ ეს ყველაფერი არის სიცრუე, ეს არის ტყუილი და ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს და მათ კარგად იციან ვის რა წარსული აქვს, კარგად იციან, რომ არავითარი მესამე ძალა არ არსებობს ქვეყანაში. არსებობს ჩვენი პოლიტიკური ძალის და საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის მოწინააღმდეგე ძალა - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ან ახალი ნაციონალური მოძრაობის, როგორიც არის მაგალითად ხაზარაძის გაერთიანება ან სხვების, სხვა ლუზერების, რომლებიც ცდილობენ რომ გაერთიანდნენ და ამით გადალახონ 5 პროცენტიანი ბარიერი. ჩემთვის ნამდვილად არ არის საინტერესო ოპოზიციის მით უმეტეს ასეთ მდგომარეობაში მყოფი ოპოზიციის მცდელობები. მთავარი ჩემთვის არის ის რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×