რეზონანსი
19.01.2024

"ხალხის ძალის" განცახადებას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანას ითხოვს, ენმ-ში პასუხობენ. გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი ჯერ ისევ არ არის და ეს ყველასთვის ცნობილია. მისი თქმით, მნიშველოვანია, რომ სააკაშვილი მხნედ არის და გამარჯვებისთვის ემზადება.  

ის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის ძალიან კარგი, ეს ყველამ კარგად იცის. მთავარი არის ერთი რამ, მიხეილ სააკაშვილი არის მხნედ და მიხეილ სააკაშვილი მზად არის იმ გამარჯვებისთვის, რომელ გამარჯვებაშიც მისი როლი იქნება ძალიან დიდი და ეს იქნება ქართველი ხალხის გამარჯვება, რომელიც დაამარცხებს ივანიშვილის რუსულ რეჟიმს, - ამბობს ბოტკოველი. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×