რეზონანსი
19.01.2024

არლამენტარი რომან გოცირიძე გუდაურში არსებული ფასების შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

ფასების წამალი კონკურენციაა. სიხარბეს თავისი შედეგი მოაქვს-ცარიელია კურორტი. რუსებიც არ ჩამოდიანო, ჩივიან. როცა ვლადიკავკაზი თბილისზე

ახლოსაა და მაინც არ ჩამოდიან, ეს პირველ რიგში ფასების და დაბალი ხარისცის მომსახურების ბრალია. 70 ლარი რომ ეღირება საბაგიროზე ასვლა ერთი დღით და 40 ლარი პიცა ან ხაჭაპური, რატომ ჩამოვა აქ ევროპელი. თავისთან ნახავს უკეთესს ხარისხითაც და მომსახურებითაც.

" სპარშიც", ვითომ ბრენდში, ორმაგი და სამმაგი ფასებია. თბილისის არც თუ ისე იაფიან "ევეროპროდუქტში" თუ უცხოური "გაუდას" ყველი კილოგრამი 40 ლარი ღირს, აქ 80 ლარი ადევს ფასი.

ვერავის დააძალებ რა ფასი დაადოს, პირიქით, ეს უკუშედეგს გამოიწვევს. რეგულირება კი არაა

საჭირო, რასაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხელისუფლება ეწევა, არამედ დერეგულირება, ბიზნესის კეთების გამარტივება.

ქვეყანაში, სადაც 8 მილიონი ტურისტი ჩამოდის, ქართველი გიდები უნდა ემსახურებოდნენო. სადაა ამდენი გიდი ან ამდენი ენის მცოდნე. ვინ იცის, რას უყვებიანო, ევროპაში ასეაო და ა. შ. სისულელეა ეს ყველაფერი.

გუდაური კი თავისი მოუწესრიგებელი მშენებლობებით და ინფრასტრუქტურით კიდევ უფრო შეუხედავი გამხდარა. რაც კორონობა დაიწყო, არ მენახა", - წერს ის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×