რეზონანსი
20.01.2024

ყველა, ვინც ახალა, აღვივებს ანტიჩინურ განწყობებს საქართველოში მომართულია იმისთვის, რომ ჩაშალოს საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები, საქართველო აქციოს ჩიხად და არა, დერეფნად, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა საპარლამენტო დელეგაციის ჩინეთში ვიზიტის მნიშვნელობაზე.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მას უკვირს ოპოზიცია აქაც რამდენად არის აცდენილი ეროვნულ ინტერესებს.

მისივე თქმით, არათუ დღეს, არამედ დამოუკიდებლობის პერიოდშიც და მანამდეც ყოველთვის იყო საუბარი საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე, რომ საქართველო არის ხიდი ევროპასა და აზიას შორის.

„აბრეშუმის გზა იწყებოდა ჩინეთში და მთავრდებოდა ევროპაში. ამაზე გვაქვს საუბარი და დღეს, ატეხილი აქვთ აბსოლუტური ისტერია,მათ შორის ანტიჩინური განწყობების მცდელობაა. ამაზეც ვისაუბრე, რომ განსაკუთრებით გამორჩეულია ქალბატონი თინა ხიდაშელი, NGO-ს „სამოქალაქო იდეის" ხელმძღვანელი. ცალკე საკითხია პოლიტიკოსები, რომლებიც ჩაბუდებული არიან NGO სექტორში და სინამდვილეში პოლიტიკურ პროპაგანდას ეწევიან. ამავე დროს, ფაქტია,რომ ქალბატონი თინა ფინანსდება ტაივანის მხრიდან, არის ოფიციალური ფონდები და გასაგები არის რომ სწორედ ამ დაკვეთიდან გამომდინარე ის ცდილობს საქართველოში ანტიჩინური განწყობები გააღვივოს. მოგიწოდებთ თქვენც ჰკითხოთ, ძალიან მაინტერესებს ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს თუ არა და რა დამოკიდებულება აქვს ტაივანის მიმართ,რომლისგანაც ის ფულს იღებს. ეს საინტერესოა, იმიტომ, რომ საქმე გვაქვს თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, რომელსაც მათ შორის საიდუმლო ინფორმაციაზე ჰქონდა წვდომა და ახლა რომ ლობიზმით არის დაკავებული არაღიარებული სახელმწიფოს დაფინანსებით ეს კიდევ ცალკე პრობლემაა,მე მგონი, ჩვენი უსაფრთხოებისთვის", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×