რეზონანსი
20.01.2024

კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 12 წლის გოგო მამიდის ქმარმა გააუპატიურა. გაუპატიურების ამბის გაგების შემდეგ, შურისძიების მიზნით, გოგონას ბიძამ სავარაუდო დამნაშავე იარაღით დაჭრა.

არსებული ინფორმაციით, 12 წლის გოგო საავადმყოფოში იმყოფება. საგარეჯოს კლინიკაშია დაჭრილი სავარაუდო დამნაშავეც. არასრულწლოვანის ბიძა კი დაკავებულია.

„ოჯახში შემოვიყვანეთ, ვუპატრონეთ, დავასაქმეთ. 3 კვირის წინ მისი ცოლი, ანუ ჩემი ქალიშვილი დაიღუპა და აქ ოჯახში სამძიმრის სუფრას ვშლიდით. მან კი ფერმაში ჩემი 12 წლის შვილიშვილი გააუპატიურა. გოგონა ჩემი გარდაცვლილი ვაჟის შვილია. ჩემმა მეორე ბიჭმა გაუპატიურების ამბავი, რომ გაიგო, ვერ მოითმინა, წავიდა და დაჭრა. ის პოლიციას თავად ჩაბარდა", - ამბობს გოგონას პაპა.

ფაქტი გურჯაანის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი სოფლის მიმდებარედ, ფერმაში მოხდა. რის შემდეგაც, შურისძიების მიზნით, არასრულწლოვანის ნათესავებმა 45 წლის მამაკაცი დაჭრეს. დაჭრილი კაცი საგარეჯოს საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზეა. მომხდარზე გამოძიება 117-ე, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების და 137-ე - გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×