რეზონანსი
23.01.2024

უამინდობამ პრობლემები შექმნა კახეთში - გადაუღებელი თოვის გამო, დილიდან თელავში გაჩერდა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კი მხოლოდ მაღალი გამავლობის, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტისათვის არის მოძრაობა დასაშვები. გზის ამ მონაკვეთს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აკონტროლებენ.

"თოვლის ნალექიდან გამომდინარე ქალაქში დილიდან მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, იწმინდება ცენტრალური და შიდა გზები, დაიყარა ქვიშა-მარილი, გაიწმინდა თოვლისგან გზის საფარი, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება დროებით, ამინდის გამო შეზღუდულია, უსაფრთხოებიდან გამომდინარე. როგორც კი იქნება საშუალება, მუნიციპალური ტრანსპორტი განაახლებს სამუშაოებს", - განაცხადა თელავის მერმა.

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ენერგომომარაგების კუთხითაც. 22 ათასამდე აბონენტს კახეთში არ მიეწოდება ელექტროენერგია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×