რეზონანსი
23.01.2024

როზნერი, რომელიც იყო და არის ლობისტი „ნაცმოძრაობის“, ახლა მათმა უცხოელმა პარტნიორებმა ის გამოუგზავნეს უკვე „ლელოს“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, როზნერის მიმაგრება „ლელოზე“ კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ერთი დირიჟორი ჰყავთ „ნაცმოძრაობას“, „ლელოს“, გახარიას და „ნაცმოძრაობის“ ნებისმიერ ანასხლეტს.

„ის, რომ ოპოზიცია პრაქტიკულად პოლიტიკურად განადგურებულია, ამას თვითონ ოპოზიციაში აღიარებენ. ისიც, რომ როზნერი, რომელიც იყო და არის ლობისტი „ნაცმოძრაობის“, ახლა მათმა უცხოელმა პარტნიორებმა ის გამოუგზავნეს უკვე „ლელოს“. გამოუგზავნიან ასევე ბევრ იმ „ნაცმოძრაობა 2“ პარტიებს, რომლებიც ცდილობენ ახლა, ვითომ არ არიან „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ერთი დირიჟორი ჰყავთ „ნაცმოძრაობას“, „ლელოს“, გახარიას და „ნაცმოძრაობის“ ნებისმიერ ანასხლეტს. ეს ერთ-ერთი მორიგი საჯარო მტკიცებულება გახლავთ, რადგან მათი დღის წესრიგი აუცილებლად ჯდება ერთმანეთის ინტერესებში, არეულობა, ომი ქვეყანაში და ბუნდოვანი მომავალი ჩვენი ქვეყნის, რასაც ჩვენ და ქართული საზოგადოება არ დავუშვებთ. ამ პიარკამპანიის ხელმძღვანელის „ლელოზე“ მიმაგრება მეტყველებს, მათ „ნაცმოძრაობა 2“-ის აუცილებლობაზე“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ დასავლელი ლობისტების ჯგუფმა პარტია „ლელოსთვის“ პიარ კონსულტანტი ჯერემი როზნერი გამოყო. „ლელოს“ წევრებმა როზნერთან თანამშრომლობის შესახებ „ქრონიკას“ დაუდასტურეს. ისინი აცხადებენ, რომ როზნერი საარჩევნოდ მათთან კონსულტაციებს გამართავს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×