რეზონანსი
23.01.2024

ხმაური და დაპირისპირება თბილისში, კეკელიძის N1-ში - ადგილზე  პოლიცია და სამაშველოა მობილიზებული. 

საკუთარი სახლიდან გამოსახლებას ამჯერად ხატიაშვილების ხუთსულიანი ოჯახი ელოდება. იქ აღმასრულებლები ზუსტად 11:00 საათზე გამოჩნდნენ. ოჯახის მხარდასაჭერად ადგილზე მისულმა ხალხმა კი სამართალდამცავებს სადარბაზოში შესასვლელი რკინის და ბინის კარი შედუღებული დაახვედრეს. 

მარინა ხატიაშვილი, რომელიც  10 თვის ჩვილთან ერთად ღია ცის ქვეშ რჩება, ამბობს, რომ მოსამართლე თინა ვაშაყმაძემ მათ  გამოსახლებას მწვანე შუქი კერძო მევახშესთან უკანონო გარიგების  სანაცვლოდ აუნთო. 

ადგილზე სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ რამდენიმე წუთის წინ, პოლიციამ უფლებადამცველი, ირაკლი კაკაბაძე დააკავა. სამართალდამცავებმა სავარაუდოდ კიდევ სამი პირი დააკავეს. 

ერთ-ერთი მედიასაშუალების ჟურნალისტი, რომელიც ავტომობილის სახურავიდან პირდაპირ ეთერში მუშაობდა, პოლიციამ ძალის გამოყენებით ჩაიყვანა. ის პოლიციის თანამშრომლებს უხსნიდა, რომ იყო ჟურნალისტი, მანქანა კი მისი იყო, თუმცა უშედეგოდ. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×