რეზონანსი
23.01.2024

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერს გურამ მაჭარაშვილს კითხვით მიმართეს, როგორ შეაფასებდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისმა ლობისტებმა მიამაგრეს ამერიკელი პიარკონსულტანტი ჯერემი როზნერი, რომელმაც პარტიას ურჩია, დეკლარაციების თემით მსოფლიო ბანკის კვლევა გადაეფარათ.

მაჭარაშვილის თქმით, რადიკალური ოპოზიციის ძირითადი სათავო ოფისი „ნაცმოძრაობაა“, რომელშიც „ლელო“ და გახარია შედიან, უცხოეთში კი მათი დირიჟორი ერთია.

„ოპოზიცია რომ განადგურებულია, ამას თავად ოპოზიციაში აღიარებენ. როზნერი „ნაცმოძრაობის“ ლობისტი იყო და არის, თუმცა ახლა მათმა უცხოელმა პარტნიორებმა ის „ლელოს“ გამოუგზავნეს და კიდევ გამოუგზავნიან „ნაცმოძრაობა 2“ პარტიებს, რომლებიც ცდილობენ ვითარების ისე წარმოჩენას, თითქოს, „ნაცმოძრაობა“ არ არიან. ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ ერთი დირიჟორი ჰყავს „ნაცმოძრაობას“, „ლელოს,“ გახარიას და „ნაცმოძრაობის“ ნებისმიერ ანასხლეტს. ეს ერთ-ერთი მორიგი საჯარო მტკიცებულებაა, მათი დღის წესრიგი ერთმანეთის ინტერესებში ჯდება. მათი მიზანია – ქვეყანაში დესტაბილიზაცია, არეულობა, ომი და ქვეყნის ბუნდოვანი მომავალი, რომელსაც არ დავუშვებთ, თუმცა პიარკამპანიის „ლელოზე“ მიმაგრება, „ნაცმოძრაობა 2“-ის არსებობაზე მიუთითებს. რადიკალურ ოპოზიციას ერთი პატრონი ჰყავს, ძირითადი სათავო ოფისი „ნაცმოძრაობა“ არის, რომელშიც „ლელო“ და გახარია შედიან, უცხოეთში კი მათი დირიჟორი ერთია. რა თქმა უნდა, ის პიარკამპანიას ისე დაალაგებს, რომ ერთი საერთო მიზანი ჰქონდეთ, რაც ქვეყანაში არეულობაა. არავითარი სხვაობა – „ლელოს“ მივუმატოთ გახარია და გავყოთ ხაბეიშვილზე, უდრის 5 ნომერს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×