რეზონანსი
23.01.2024

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის მხრიდან ფონდ „ქართუს" მიმართ წაყენებულ ცრუ ბრალდებებს გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, ოპონენტებს არ სურთ, თვალი გაუსწორონ სიმართლეს, არ უნდათ აღიარონ, თუ რა მასშტაბის საქმიანობა აქვს გაწეული ფონდ „ქართუს" დედაქალაქში. ტყემალაძემ აღნიშნა, რომ მათ ძალზე კარგად უწყიან, თუ რამდენი უმნიშვნელოვანესი ობიექტი გადაარჩინა ფონდმა, თუმცა ამას ჯიუტად არ აღიარებენ.

„ვფიქრობ, მეტი პასუხისმგებლობა უნდა გქონდეთ. ჩვენი ქალაქისთვის არაერთი ისტორიულად უმნიშვნელოვანესი ობიექტი არის გადარჩენილი ფონდ „ქართუს" მიერ. ესენია: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რომლებითაც ძალიან ვამაყობთ, სპორტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებული საქველმოქმედო პროექტები, ასევე, ჯანდაცვისა და გარემოს დაცვითი საქველმოქმედო პროექტები.

არ მახსენდება ჩვენი ოპონენტებიდან არავინ, დადებით კონტექსტში, ერთხელ მაინც რომ ეთქვას რაიმე ამ პროექტებთან დაკავშირებით. ეს კი, მიუხედავად პოლიტიკური განწყობებისა თუ სიმპათიებისა, არის უპასუხისმგებლობა და დანაშაული ჩვენი ქალაქის მიმართ", - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

საკრებულოს თავმჯდომარემ აქვე აღნიშნა, რომ ოპოზიციას სიმართლის მოსმენა არ სურს. „რეალობა რაც არის, უნდა ითქვას. თქვენ სიმართლეს თვალს არ უსწორებთ", - დასძინა გიორგი ტყემალაძემ.

საკრებულოს სხდომაზე დღეს დეპუტატებმა, ერთ-ერთ საკითხად, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 82 ათასი კვ.მ ფართობზე მშენებლობის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×