რეზონანსი
23.01.2024

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 14 წლის არასრულწლოვანი გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

მოსამართლე იოსებ აბრამიშვილმა გარდაცვლილი მეუღლის ძმისშვილის გაუპატიურებაში მხილებულ 45 წლის კაცს წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

მამაკაცი ამ დრომდე კომაშია - ის საგარეჯოს "ჯეოჰოსპიტალსის" კლინიკაში მართვით სუნთქვაზეა, რადგან მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანის ბიძამ, გოგოს გაუპატიურების შესახებ შეიტყო, მოძალადე სიძეს ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. იმ მიზეზით, რომ საქმე სქესობრივ დანაშაულსა და არასრულწლოვანს ეხება, სასამართლო სხდომა დახურულია.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 18 იანვარს, კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, ფერმის ტერიტორიაზე, ბრალდებულმა 14 წლის არასრულწლოვანი გააუპატიურა. მის წინააღმდეგ გამოძიება 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) მიმდინარეობს, რაც 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×