რეზონანსი
23.01.2024

გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიციური სპექტრი ადვილად იშიფრება და ქართველი ხალხისთვის გახარიას პარტიაც, „ლელოც" და სხვებიც მხოლოდ „ნაცმოძრაობასთან" ასოცირდება, გადაწყვიტეს პოლიტიკური სატყუარა გადაუგდონ ხალხს და ურთიერთდაპირისპირება გაითამაშონ, -ამის შესახებ, „ხალხის ძალის" წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, ხვალ შეიძლება სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორისაც იხილოს საზოგადოებამ მსგავსი "დაპირისპირება", მაგრამ მთავარი ის არის, რომ ყველა ოპოზიციური პარტია ერთ პლატფორმაზე დგას

„გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიციური სპექტრი ადვილად იშიფრება და ქართველი ხალხისთვის გახარიას პარტიაც, "ლელოც" და სხვებიც მხოლოდ „ნაცმოძრაობასთან" ასოცირდება, გადაწყვიტეს პოლიტიკური სატყუარა გადაუგდონ ხალხს და ურთიერთდაპირისპირება გაითამაშონ.

ვთქვათ და დავიჯერეთ, რა ვუყოთ საკრებულოებში მათ ერთობას? როგორ დავივიწყოთ ის ორკესტრირებული შეტევა ხელისუფლებაზე, რასაც მთელი ამ განვლილი პერიოდის მანძილზე აწარმოებდნენ და დღემდე აგრძელებენ?

იმდენად მარტივი პოლიტიკური თამაშია, რომ არავინ დაიჯერებს. ხვალ შეიძლება სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორისაც ვიხილოთ მსგავსი "დაპირისპირება", მაგრამ მთავარი ის არის, რომ ყველა ოპოზიციური პარტია ერთ პლატფორმაზე დგას. ხალხისთვის ეს არის გადამწყვეტი და არა ამ პარტიების სახელები", - წერს ჩიბურდანიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×