რეზონანსი
23.01.2024

არ გავიდეთ გარეთ, არა? არ დავყაროთ კარვები და ლეიბები? რატომ? პოლონეთში ჩვენზე ნაკლებად მოაზროვნენი არიან, დრამატულ თეატრთან რომ 300 „მატრასი" ლეიბი დაყარეს პატრიოტებმა, ისე რომ არ უღლიცინიათ, როგორც ზოგიერთმა „აქოურმა" კომფორტს მორგებულმა „ზარმაცმა" ოპოზიციონერმა იღლიცინა. მახსოვს, ყოფილი ხელისუფლების დროს ოთხი თვე გარეთ კარვები იყო გაშლილი, - ამის შესახებ „კანონისა და სამართლის" ლიდერი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.

„ჰოდა, გახარია რომ ოპოზიცია გეგონება, სახლებიდან ქუჩაში კი არა, ქვეყნიდან გაყრიან, პატრიოტებს ცოტა ხანში. კარვები და ლეიბები „ტეხავს" რუსთაველზე? რუსთაველზე გასვლა არააქტუალურია? როგორც ერთმა პოლიტლუზერმა თქვა, ჰოდა „ბულკებზე", ფუნთუშებზე გაზრდილ საბა ბუაძეს, ამერიკულ ძვირად ღირებულ მუსტანგზე ამხედრებულ ხაზარაძეს და ბიძინა ივანიშვილის გახარიას იმედად დარჩენილი ვინც არის, ან პოლიტიკურად ბეცია, ან „ნეტარი". მოქალაქეების გამოსახლების კადრებს ვუყურებდი და სიმწრისგან (შემზარავ კადრებს) გალაკტიონი მომაგონდა - „ქუჩაში მტვერში წაიქცა ბავშვი, თმით მიმოზებით ნუკრის თვალებით, შეშლილი სახით კიოდა ქუჩა, შორს კი მზე დარჩა და მშობლის კერა". მტვერში, ქუჩაში, მტრის გარემოცვაში დარჩენილია საქართველო! ტფუ!", - წერს ჩარკვიანი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×