რეზონანსი
23.01.2024

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილე შეიწყალა. ინფორმაციას ამის შესახებ პოლონური მედია ავრცელებს.

"კამინსკი და ვონსიკი შევიწყალე. მივმართავ იუსტიციის მინისტრსა და გენერალურ პროკურორს, დაუყოვნებლივ დაიწყონ ამ საქმეზე შემდგომი ქმედებები. მოვუწოდებ პრეზიდენტის ბრძანების დაუყონებლივ შესრულებისკენ. დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ ისინი, განსაკუთრებით მარიუშ კამინსკი ჯანმრთელობის მიზეზების გამო", - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.

კამინსკი და ვონსიკი გაასამართლეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, რაც 2007 წელს განხორციელებულ ქმედებებს ეხება. მათ გასული წლის დეკემბერში ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ისინი ამტკიცებენ, რომ უდანაშაულოები არიან. მარიუშ კამინსკიმ შიმშილობა გამოაცხადა.

კამინსკი და ვონსიკი მოქმედი დეპუტატები არიან „კანონისა და სამართლიანობის პარტიიდან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×