რეზონანსი
24.01.2024

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აფნისში მერიამ საბავშო ატრაქციონები მოაწყო, რისთვისაც ბიუჯეტიდან 12 000 ლარი დახარჯა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ ხარჯის გაღების საჭიროება არ არსებობდა, რადგან სოფელში ბავშვი არ ცხოვრობენ. 

„სოფელში, სადაც ბავშვები საერთოდ არ არიან და ყველაზე ახალგაზრდა მაცხოვრებელი მე ვარ. მე კიდევ 49 წლის ვარ, მერიამ საბავშო ატრაქციონები მოგვიწყო“, – განაცხადა თეა კაკიაშვილმა. 

მისივე თქმით, სოფელში, სადაც მოსახლეობას წყლის პრობლემა აქვს, ხელისუფლება თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს.

„რამდენი წელია სოფელს წყალი არ აქვს, დავიღალეთ, ბოთლებით ქარელიდან წყლის ზიდვით ამ ფონზე, ასე გვამასხარავებს ადგილობრივი ხელისუფლება“, – აღნიშნა თეა კაკიაშვილმა.

მოზაიკა

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×