რეზონანსი
24.01.2024

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ნიუ ჰემფშირში, დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზში გაიმარჯვა. როგორც ბაიდენმა გამარჯვების შემდეგ აღნიშნა, ცხადია, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დონალდ ტრამპი იქნება რესპუბლიკელების კანდიდატი.

„ახლა ნათელია, რომ დონალდ ტრამპი რესპუბლიკელების კანდიდატი იქნება და ჩემი გზავნილი ქვეყნისადმი არის ის, რომ ამაზე მაღალი ფსონები წარმოუდგენელი: ჩვენი დემოკრატია, ჩვენი პირადი თავისუფლებები – არჩევანის უფლებიდან ხმის მიცემის უფლებამდე, ჩვენი ეკონომიკა, რომელმაც მსოფლიოში ყველაზე ძლიერი აღდგენა დააფიქსირა COVID-ის შემდეგ, ყველაფერი სასწორზეა“, – ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მადლობა გადაუხადა ნიუ ჰემფშირში თავის მხარდამჭერებს, რომლებმაც მისი თქმით, დემოკრატიული პროცესისადმი ერთგულების ისტორიული დემონსტრირება აჩვენეს.

ცნობისთვის, ნიუ ჰემფშირში, რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის გამართულ შიდაპარტიულ კენჭისყრაში დონალდ ტრამპი ლიდერობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×