რეზონანსი
24.01.2024

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დღეს ჩანიშნული გასახლება გადადო. მოქალაქეები და აქტივისტები ამ წუთებში შეკრებილები არიან თბილისში, ცოტნე დადიანის 259 ნომერში, საიდანაც კაკიაშვილების ოჯახის გამოსახლება იყო დაგეგმილი.

ადგილზე შეკრებილები გუშინ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.

ომის ვეტერანი, სოციალურად დაუცველი, მარტოხელა დედა ამბობს, რომ გამოსახლების შემდეგ ღია ცის ქვეშ დარჩება. ოჯახის მხარდასაჭერად მივიდნენ ომის ვეტერანები და სკოლის მოსწავლეებიც.

გუშინ, კეკელიძის ქუჩაზე აღსრულების ბიუროს თანამშრომლები ხატიაშვილების ოჯახის სახლიდან გამოსახლებას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ. პოლიციას ადგილობრივი მოსახლეობა და აქტივისტები დაუპირისპირდნენ. ადგილზე 20 ადამიანი დააკავეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×