რეზონანსი
24.01.2024

ისრაელში, ჩინეთში, იორდანიასა და ქუვეითში საქართველო ელჩები შეცვალა. ირაკლი ღარიბაშილი დღეს ახალ ელჩებს შეხვდა.

ელჩების დასანიშნად ღარიბაშვილს პრეზიდენტის ხელმოწერა სჭირდებოდა, როგორც ჩანს ამჯერად სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატების დანიშნვის პროცესი არ შეაჩერა, არადა ერთი წლის წინ პრეზიდენტმა ქართულ ოცნებას ელჩების დანიშვნის პროცესი დაუპაუზა, რასაც დიდი სკანდალი მოჰყვა.

ისრაელში საქართველოს ელჩად ზაზა კანდელაკი დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე ლაშა ჟვანია შეცვალა.

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზაზა კანდელაკი წლების მანძილზე მუშაობდა საჯარო სამსახურში. ასევე, ის მუშაობდა მეცნიერებათა აკადემიაში, თბილისის სახელმწიფო მუზეუმში, საქართველოს სახელმწიფო მეთაურის აპარატში. იყო საქართველოს პარლამენტის წევრიც. სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროშიც და საქართველოს დიპლომატიურ მისიებში საზღვარგარეთ, იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში და უნგრეთში.ისრაელის სახელმწიფოში ელჩად დანიშვნამდე, ზაზა კანდელაკი იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში.

ქუვეითში საქართველოს ელჩად ნოშრევან ლომთათიძე დაინიშნა. 

მთავრობის ინფორმაციით, ნოშრევან ლომთათიძე 2021 წლის ივნისიდან დღემდე მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე.

საქართველოს ახალი ელჩი ეყოლება ჩინეთშიც. პაატა კალანდაძე, რომელიც მანამდე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო. მთავრობის ინფორმაციით, კალანდაძე სხვადასხვა წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთისა და ყირგიზეთის რესპუბლიკებსა და ისრაელის სახელმწიფოში.

იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, ლიბიასა და ერაყში საქართველოს ელჩად არჩილ ძულიაშვილი დაინიშნა.

ძულიაშვილი მანამდე იყო ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ასევე, აზიისა და წყნარი ოკეანეთისთვის გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ კომისიაში (ESCAP) საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი. იყო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.  ეკავა ქუვეითის სახელმწიფოში, საუდის არაბეთის სამეფოში, ბაჰრეინის სამეფოში, კატარის სახელმწიფოში, ომანის სასულთნოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩევლის პოზიცია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×