რეზონანსი
24.01.2024

იმ პირთა გამოვლენა, ვინც დანაშაული ჩაიდინა პრეზიდენტ სააკაშვილთან მიმართებაში, თავად სახელმწიფოს ვალდებულება უნდა ყოფილიყო, მაგრამ ბუნებრივია, აქ ყველა კოორდინირებულად მოქმედებს ივანიშვილის დავალების შესასრულებლად, რომელიც რეალურად პუტინის სურვილი და დავალებაა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება ფუნდამენტური საკითხია.

„მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება ფუნდამენტური საკითხია, რადგან ყველა ისტორიული უმართლობის და უკანონობის მომსწრე ვართ – ქვეყნის მესამე პრეზიდენტი პუტინის ტყვეა. ეს ისტორიული უსამართლობა უნდა დავასრულოთ. ის, რომ დღეს პრეზიდენტი სააკაშვილი ჩრდილიდან მესამედ გამოსული ივანიშვილისთვის მთავარი პოლიტიკური ოპონენტია, ამაზე ყველა თანხმდება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისევე მის გარეთ. იმ პირთა გამოვლენა, ვინც დანაშაული ჩაიდინა პრეზიდენტ სააკაშვილთან მიმართებაში, თავად სახელმწიფოს ვალდებულება უნდა ყოფილიყო, მაგრამ ბუნებრივია, აქ ყველა კოორდინირებულად მოქმედებს ივანიშვილის დავალების შესასრულებლად, რომელიც რეალურად პუტინის სურვილი და დავალებაა იმისთვის, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ამგვარ პირობებში იმყოფებოდეს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, უკრაინული მხარის ჩარევა და აუცილებლად დადგება დრო და მომენტი, როდესაც ამ დანაშაულის ჯეროვნად გამოძიება და ადამიანების პასუხისგებაში მიცემა მოხდება“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×